რეზონანსი
14.09.2020

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ქვეყანაში კვოიდტესტირების რაოდენობას ეხმაურება და საზოგადოებაში გაჩენილ კითხვას პასუხობს.

„იზრდება ტესტირება და იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა - აბსოლუტურად არასწორი, მცდარი მიზეზშედეგობრივი ლოგიკაა. ინფიცირებულთა რაოდენობა იმიტომ კი არ იზრდება, რომ ტესტირება იზრდება, არამედ ტესტირება ემსახურება იმას, რომ ჩვენ როდესაც გავხსენით ეკონომიკა, როდესაც დავუშვით შიდა ტურიზმი, როდესაც მობილობა გაიზარდა მოსახლეობის, წინასწარ ვიცოდით რომ შემთხვევები გაიზრდებოდა. მოვემზადეთ, გავზარდეთ ტესტირების სიმძლავრეები და ეხლა ვატარებთ გაცილებით მეტ ტესტირებას, ვიდრე აქამდე, რომ უფრო ადეკვატურად მოვემსახუროთ, ამ გაზრდილ გამოწვევას. ჩვენ ვერ ჩავჯდებოდით ყველანი ყოლბაში, ვერ გავაჩერებდით ეკონომიკას კიდევ დიდი დროით, ჩვენი ამოცანაა ეკონომიკის სწრაფად აღდგენა"- განაცხადა თურნავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×