რეზონანსი
14.09.2020

ზუგდიდში, ჩარგაზიას ქუჩაზე ორსართულიანი სახლი ხანძრის შედეგად დაიწვა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე ხუთი ეკიპაჟი იყო მობილიზებული და ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე იმყოფებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, კონსტანტინე კაკავა.

მისი თქმით, მერია დაზარალებულ ოჯახს ფულად დახმარებას გაუწევს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×