რეზონანსი
14.09.2020

აზერბაიჯანის სკოლებში გაკვეთილების შემდეგ ზარი არ დაირეკება, - აზერბაიჯანული სააგენტო Apa-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის განათლების მინისტრის მოადგილის, მაჰაბატ ვალიევას წერილშია აღნიშნული.

განათლების მინისტრის მოადგილე წერს, რომ დერეფნებში მოსწავლეების დიდი რაოდენობით თავმოყრის ასაცილებლად, ზარი ტრადიციული გზით არ დაირეკება და გაკვეთილების შემდეგ შესვენებების დაწყების დრო თითოეული კლასისთვის ცვალებადი განრიგით განისაზღვრება.

გარდა ამისა, მასაწავლებლებმა მკაცრად უნდა გააკონტროლონ, რომ გაკვეთილის შემდეგ საკლასო ოთახი ყველა მოსწავლემ დატოვოს და შესვენების დროს გარეთ გავიდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×