
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა და
აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.
სასამართლო პროცესზე პროკურატურა დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, რადგან მიიჩნევენ, რომ დაკავებულების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე კვლავ არსებობს.
აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. მათი ნაწილი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ, ნაწილი კი გირაოს გარეშე განთავისუფლებას ითხოვდა.
დაკავებული 11 პირი - საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე, ირაკლი წაქაძე, არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე, ვახო ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ნიკა ჟვანია, ირაკლი მუმლაძე, თენგიზ ბარბაქაძე და გიგა ტატიაშვილი ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ.