რეზონანსი
14.09.2020

აჭარაში 6 სარიტუალო დარბაზი დაჯარიმდა. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, მათ შორის იყო შემთხვევა, როცა მოქალაქეები რეგულაციების დარღვევას ცდილობდნენ და დაჯარიმების თავიდან ასაცილებლად, ქორწილი საპატარძლო კაბის გარეშე ტარდებოდა.

"აჭარის რეგიონში მოგვიხდა 6 სარიტუალო დარბაზის დაჯარიმება, რადგან მათ კვლავ განახორციელეს სოციალური ღონისძიება. ჯამში, ქვეყნის მასშტაბით დაჯარიმებულია 20 ბიზნეს-სუბიექტი, სარიტუალო დარბაზი იმისთვის, რომ მათ შეზღუდვების მიუხედავად, აკრძალული ღონისძიება კვლავ განახორციელეს. აქ გარკვეულწილად მოდიფიცირებას განიცდის და სხვადასხვა ადამიანი ცდილობს, რეგულაციების გვერდის ავლით განახორციელოს სოციალური ღონისძიება. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ, რომ ქორწილი ხორციელდებოდა სადედოფლო კაბის გარეშე. ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირება მოვახდინეთ", - აღნიშნა შრომის ინსპექტირების ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×