რეზონანსი
14.09.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსი, დაახლოებით, მომდევნო 1 წელი არ გაქრება. ინფორმაცია მან დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამათულ ბრიფინგზე გაავრცელა.

კორონავირუსული ინფექცია არსად არ გაქრება კიდევ დაახლოებით 1 წელიწადი, მაგრამ დიდი ლოქდაუნები და შეზღუდვები, რომლებიც ეკონომიკას გააჩერებს, უკვე არსად არ არის რეკომენდებული და არ ხდება, გარდა წერტილოვანი ე.წ. დარტყმებისა, - განმარტა გამყრელიძემ.

ეპიდემიოლოგის შეფასებით, მიუხედავად ვირუსის შემთხვევების მატებისა, საქართველოში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

სრულად ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია და კონტროლს ექვემდებარება. მიუხედავად ინფიცირების მაჩვენებლის ზრდისა, ჯერჯერობით, ჩვენ ვრჩებით მწვანე, უსაფრთხო ზონაში. საერთაშორისო შედარებითობის მაჩვენებლით, რა თქმა უნდა, საქართველო ისევ და ისევ გამოიყურება ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად, - თქვა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×