რეზონანსი
14.09.2020

ამ ეტაპზე საშიში და საგანგაშო ჩვენს ქვეყანას არაფერი აქვს, მაგრამ სიფრთხილე გვმართებს. პირველ რიგში, რომ არ მოხდეს ვირუსის მასშტაბური გავრცელება და მეორე, დავიცვათ ჩვენი თავი და გარემო, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა„POSTV"-ის ეთერში განაცხადა.

„ის ფაქტი, რომ ვირუსის გავრცელება და ინფიცირებულთა მატება ჩვენს ქვეყანაში მოხდებოდა, ეს გარდაუვალი იყო, მაგრამ საბედნიეროდ ეს არ ხდება ისე გლობალურად და გრანდიოზულად, როგორც იტალია, საფრანგეთსა და ესპანეთში მოხდა. ყველა გავუფრთხილდეთ ჩვენს თავს, რომ არ ვიყოთ ვირუსის გამავრცელებლები. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ის რეალობა, რა რეალობაშიც დღეს გვიწევს ცხოვრება. უნდა ვიცხოვროთ და ვიბრძოლოთ კორონავირუსთან ერთად და ვიბრძოლოთ ისე, რომ გადავრჩეთ ადამიანები და დავამარცხოთ ვირუსი", - განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×