რეზონანსი
14.09.2020

აჭარის მაღალმთიანეთშიც სწავლა 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, მიზეზი ხულოში დაფიქსირებული კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევაა. სასწავლო პროცესი ხვალ დისტანციურად იწყება ქობულეთში, ბათუმსა და ხელვაჩაურშიც. აჭარის რეგიონში მოსწავლეები საკლასო ოთახებს პირველ ოქტომბერს დაუბრუნდებიან.

რიჟვაძის თქმით, განათლების სამინისტრო მუშაობს, რომ სრულ მზადყოფნაში მოიყვანოს როგორც ტექნიკური, ასევე ინფრასტრუქტურული ნაწილი სკოლებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×