რეზონანსი
14.09.2020

საქართველო კორონავირუსთან მიმართებაში ჯერ მწვანე ზონაში რჩება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ინციდენტობის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატება ფიქსირდება, ქვეყანა მაინც მწვანე ზონაში რჩება.

„ინციდენტობის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, ჩვენ დღეს გვაქვს 1,74 ასი ათას მოსახლეზე, ეს ნიშნავს, რომ საქართველო მწვანე ზონაში რჩება, თუმცა ბოლო 4-5 დღის განმავლობაში გვაქვს მატება, ამიტომ ყველამ ერთად უნდა შევაკაოთ ზრდის მაჩვენებლი. ქვეყანაში გაფართოებულია ტესტირების მაჩვენებელი, აგვისტოს საშუალო დღიური მაჩვენებელით გვქონდა 4 665, სექტემბერში 7 961, მაგრამ 4 სექტებრიდან დღემდე საშუალო მაჩვენებელია 8 259“, – განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×