რეზონანსი
14.09.2020

საქართველოში სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„კიდევ ერთხელ შევახსენებთ მოსახლეობას, უნდა გვეკეთოს პირბადე, უნდა დავიცვათ დისტანცია და მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი არასასურველი თავყრილობებისგან. წლის დასაწყისში განვაცხადეთ, რომ ჯანდაცვის სისტემა იყო მოსამზადებელი, სწორედ ამიტომ გამოვაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა, გავატარეთ მკაცრი ზომები, სისტემის მოსამზადებლად უნდა შეგვეკავებინა ვირუსის გავრცელება. სისტემა დღეს მაქსიმალურად არის მომზადებული. სახელმწიფო დღეს გაცილებით უფრო მომზადებულია, სრულად აკონტროლებს სიტუაციას“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×