რეზონანსი
14.09.2020

ვინც არ უნდა დაასახელოს ოპოზიციამ ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, ბუნებრივია, ყველა მათგანი განწირული იქნება მარცხისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ზუგდიდში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში.

"იმდენად არის ოპოზიციაში არეულობა, რომ ისინი ვერ ახერხებენ კანდიდატების დასახელებას რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში, ერთ- ერთი არის ზუგდიდი. ეს არის შიდა დაპირისპირების შედეგი. არ ვიცი, მოახერხებენ თუ არა ამას საბოლოოდ და შეჯერდებიან თუ არა კანდიდატთან დაკავშირებით. ვინც არ უნდა დაასახელონ მათ ამ არჩევნებში, ბუნებრივია, ყველა მათგანი იქნება განწირული მარცხისთვის ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, ირაკლი ჩიქოვანი დამაჯერებლად მოიგებს ზუგდიდის მაჟორიტარულ არჩევნებს პირველ ტურში, ამაში ვარ დარწმუნებული,“ - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×