
ბათუმში, სასტუმრო „ლეგენ ბიზნესიდან", სადაც საკარანტინო სივრცეა მოწყობილი, ერთ-ერთი ინფიცირებული მეოთხე სართულიდან გადმოხტომას ცდილობდა. სამართალდამცავები მან თავად გამოიძახა.
ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.
ინფიცირებულთან მოლაპარაკებას ადმინისტრაციის თანამშრომლები და სამართალდამცავები ცდილობდნენ. ამ დროისათვის ის თავს კარგად გრძნობს.
არსებული ინფორმაციით, ის საკარანტინო სივრცეში არსებულ პირობებს აპროტესტებდა, კერძოდ, საკვებთან დაკავშირებით პრეტენზიები ჰქონდა.
აღნიშნული პაციენტი საკარანტინო სივრცეში 8 დღეა იმყოფება, იგი ასევე საკარანტინო სივრცის დატოვებას მოითხოვდა.