რეზონანსი
14.09.2020

რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ორგანიზმში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის პრეპარატის არსეობა საფრანგეთისა და შვედეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ბერლინში განმარტეს, ნავალნისგან აღებული ნიმუშები ამ ორ სახელმწიფოში დამოუკიდებელი გამოძიების ჩასატარებლად გაგზავნეს. ამასთან, კიდევ ერთი ნიმუში ქიმიური იარაღის აკრძალვის კომისიაშია გაგზავნილი, რომელიც საკუთარ გამოძიებას ჩაატარებს.

„კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს ინციდენტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×