რეზონანსი
14.09.2020

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი NDI- ის კვლევებს არ ენდობა და აცხადებს, რომ მათში პოლიტიკური მოტივაცია შეინიშნება.

„ჩემი დამოკიდებულება NDI- ის კვლევებთან მიმართებით ცნობილია. იმ კვლევებიდან გამომდინარე, რომელიც ჩატარდა დღემდე, მიმაჩნია, რომ მათში შეინიშნება პოლიტიკური მოტივაცია, ამიტომ ამ კვლევებს ზედმეტ ყურადღებას არ ვაქცევ.

იცით, რომ წლების განმავლობაში, NDI-ის და IRI- ის კვლევები აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა რეალობას, მიუხედავად მათი სათაო ოფისებისადმი პატივისცემისა, კვლევის შედეგების ცდომილება იყო ძალიან დიდი, რადგან აშკარა იყო მათი პოლიტიკური მიკერძოებულობა,"- აცხადებს სესიაშვილი.

განსხვავებით NDI - ის კვლევებისგან, სესიაშვილი „გორბის" კვლევებს ენდობა და აცხადებს, რომ მათი ბოლო კვლევები რეალობას შეესაბამება.

„ქართულ ოცნებას" აქვს გამოკვეთილი მხარდაჭერა, ჩვენს ოპონენტების რეიტინგებს აქვს ვარდნა, თავიანთი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, ესეც მოსალოდნელი იყო, რადგან მათი ძირითადი კამპანია აგებული იყო ტყუილებზე“, - განაცხადა სესიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×