რეზონანსი
14.09.2020

ამომრჩეველთა 88% აცხადებს, რომ ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მონაწილეობას მიიღებდა, თუმცა, კითხვაზე გადაწყვეტილი აქვს თუ არა ვის მისცემს ხმას, 59% აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვის მისცემს ხმას. 

ამასთან, ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოქალაქეების მესამედი აცხადებს, რომ ამომრჩევლების მოსყიდვა არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

 56 პროცენტი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება. რაც შეეხება საარჩევნო დაბრკოლებებს, ამომრჩეველთა მოსყიდვას მოსდევს დარღვევები ხმის მიცემის პროცედურებში (15 პროცენტი) და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება (13 პროცენტი).

„მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდა ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს. მოსახლეობის მხოლოდ 27%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია”,-აღნიშნულია NDI-ს კვლევის შედეგებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×