რეზონანსი
14.09.2020

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, მოაწერს თუ არა ხელისუფლება ოპოზიციის მიერ დღეს ხელმოწერილ „ქცევის კოდექსს“ ხელს, ის აბსოლუტურად ყველა შეთანხმებას არღვევს. როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება არჩევნებამდე შედეგების გაყალბებას უკვე ცდილობს.

„მიუხედავად იმისა, მოაწერს თუ არა მმართველი პარტია დოკუმენტს ხელს, ის აბსოლუტურად ყველა შეთანხმებას არღვევს და არჩევნებამდე უკვე ცდილობს შედეგების გაყალბება. თუმცა ჩვენ, ოპოზიცია ერთიანი ძალისხმევითა და უპრეცედენტო კოორდინაციით არ მივცემთ შესაძლობას ხელისუფლებას, რომ ეს არჩევნები მოიპაროს და ქართველ ხალხს არჩევნები წაართვას. ეს არჩევნები არ არის რიგითი, ეს არის მართლაც წყალგამყოფი არჩევნები, სადაც ქვეყნის ბედი წყდება", - აცხადებს ბოკუჩავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×