
18 წლის ერეკლე თედლიაშვილი სამ თვეს ებრძოდა სიკვდილს. სამწუხაროდ, ის 12 სექტემბერს "ჯერარსის" კლინიკაში გარდაიცვალა. ახალგაზრდა 9 ივნისს გორში, სტალინის ქუჩაზე, რესტორან "ჯოსეფის" მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმედ დააშავეს. სამი თვის განმავლობაში მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ახალგაზრდის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ამ საქმეზე სამართალდამცავებმა მსოფლიო ჩემპიონ გიორგი კანდელაკის ვაჟი, მოკრივე თარაშ კანდელაკი დააკავეს. სწორედ გიორგი კანდელაკია რესტორან "ჯოსეფის" მფლობელი. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჩხუბში 20-მდე კაცი მონაწილეობდა, რაც შემდგომ ახლომდებარე კორპუსთან გაგრძელდა. გამოძიების ცნობით, რომ ნასვამმა თარაშ კანდელაკმა ერეკლე თედლიაშვილს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა.
„ერეკლე უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ისე გარდაიცვალა, გონზე არ მოსულა. არადა, იმედს არ ვკარგავდით, რომ გადარჩებოდა. პირველი კურსის სტუდენტი იყო. ორ კვირაში 19 წლის გახდებოდა“. - თამარ თედლიაშვილი
მისივე თმით, თარაშ კანდელაკს დაცვის სტრატეგიაა აქვს, არ აღიარებს დანაშაულს და ამბობს, რომ არ ახსოვს, რა მოხდა.
“ეს დაცვის სტრატეგიაა, რომ არ აღიაროს დანაშაული. ამბობდა, რომ არ ახსოვს, რა მოხდა. როგორც ვიცი, ბრალდებას სასამართლოში მტკიცებულებები აქვს წარდგენილი და 15 სექტემბერს წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს. მძიმე სულიერი მდგომარეობის მიუხედავად, სასამართლო პროცესზე მივალ და მხარეების პოზიციას მოვისმენ. წინა სხდომა ექსპერტიზის დასკვნის გამო გადაიდო. პროკურატურაც ელოდებოდა, იქნებ ერეკლე გონზე მოსულიყო და ჩვენება მიეცა. წინასწარ ვერ ვიტყვი, გამოძიებას რა მტკიცებულებები ექნება. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გავეცანით საქმის მასალებს. დაზარალებულ მხარეს მხოლოდ ეს შეგვიძლია.
კონფლიქტი რესტორანში მოხდა და გაგრძელდა ახლომდებარე კორპუსთან, სადაც ვიდეოკამერები არ არის. მხოლოდ მოწმეები იყვნენ და ისინი ამბობენ, რომ ჩხუბი იყო“.- აცხადებს თედიაშვილი