რეზონანსი
14.09.2020

„აჭარაში კლასტერული ხედვა აღარ არის, რადგან ვირუსის გავრცელება საზოგადოების ყველა ფენაშია. რეგიონში 108 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჰოსპიტლებში არის 238 პაციენტი, მათ შორის ხუთი არასრულწლოვანი. საკარანტინო კოვიდსივრცეში კი 97 უსიმპტომო პირი გვყავს. კლასტერული ხედვა აღარ არის, იმიტომ, რომ არის გავრცელება საზოგადოების ყველა ფენაში. ექიმებიც, პოლიციელებიც, შესაძლოა, თქვენც იყოთ... ყველა ფენაშია, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა განაცხადა.

„განათლების სამინისტროს ორგანიზებით, ყველა ის პირი და მათ შორის პედაგოგები, ვინც სასწავლო პროცესებთანაა დაკავშირებული, ვისაც აქვს მოგზაურობის ისტორია ზღვისპირეთში, ექვემდებარებიან სავალდებულო ტესტირებას, რათა სკოლაში ბავშვებისთვის იყოს უსაფრთხო გარემო. ჯერჯერობით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ეს ახალი 108 შემთხვევა არის შიდა გავრცელება. ზოგის წყარო ნაცნობია, ზოგი უცნობი. საზოგადოების ყველა ფენას შეგვეხო. მოიაზრება ჰოსპიტალური ქსელის გაფართოება. ქობულეთში დაემატა ერთი კლინიკა“, - აღნიშნა რუსუდან შავიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×