რეზონანსი
14.09.2020

თაკო ჩარკვიანი გულშემატკივრებს მიმართავს და მათ ყურადღებისა და სითბოსთვის მადლობას უხდის. ასევე, მათ მოუწოდებს, რომ უგულშემატკივრონ მის მოხუც დედას:

„კომენტარებს ვკითხულობ, მადლობა მეგობრებს, კეთილისმოსურნეებს! მწერენ თბილ სიტყვებს, ლოცვას არ იშურებენ!

დიდი ენერგეტიკა აქვს სიყვარულს, სიძულვილი სასაცილოდ გამოიყურება მასთან – ბითური და არარაობაა!

შიში? შიში არ არსებობს, შიში მხოლოდ ახლობლის დაკარგვის არსებობს!

დანარჩენი ყველაფერი ღიმილის მომგვრელია. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენს დიდ სიყვარულს- ენერგეტიკას. ასე რომ, უგულშემატკივრეთ ჩემს მოხუც დედას.” – წერს თაკო ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, თაკო ჩარკვიანს, მის მეუღლეს – ბიზნესმენ ჯონი გიგანსა და დედას Covid19-ი დაუდასტურდათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×