რეზონანსი
13.09.2020

ვფიქრობ, ამ მომენტისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, არჩევნებს საფრთხე არ ემუქრება და საარჩევნო კამპანიაში არანაირი შეზღუდვები არ მოქმედებს , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ  განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, დღეს ქვეყანას არ აქვს რესურსი, რომ საყოველთაო კარანტინი გამოიყენოს.

,,დღეს, ჩვენ გვაქვს შემთხვევების მატება, რაც უკავშირდება მობილობის განახლებას. საქართველოს არ აქვს იმის რესურსი, რომ მუდმივად ჩაკეტილი ჰქონდეს ეკონომიკა და გამოიყენოს საყოველთაო კარანტინი. ვფიქრობ, რომ ამ მომენტისთვის სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს, არჩევნებს საფრთხე არ ემუქრება და საარჩევნო კამპანიაში არანაირი შეზღუდვები არ მოქმედებს“,- აღნიშნა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის განმარტებით, საარჩევნო კამპანიის დროს წესები მკაცრად არის დაცული, რომლის გაკეთებაც ქორწილში შეუძლებელია.

„განსხვავება არის ის, რომ ქორწილებში და მსგავს ღონისძიებებში ადამიანებს აქვთ ბევრი და უშუალო კონტაქტი ერთმანეთთან, ვინაიდან, ეს არის ნაცნობთა წრე. რაც შეეხება კამპანიას, იქ წესები მკაცრად არის დაცული, დისტანციით ხდება ადამიანების განთავსება, პირბადეები, დეზინფექტორები და მომხსენებლები იცავენ დისტანციას, რისი გაკეთებაც ქორწილში შეუძლებელია. ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ, ეს შეზღუდვები შემოვიღეთ, თუმცა ეს შეზღუდვები, რომლებიც ჩვენ გვაქვს დაწესებული არის მინიმალური და ვცდილობთ, მინიმალური შეზღუდვებით გავიაროთ ეს სრული პერიოდი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×