რეზონანსი
13.09.2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილის ტერიტორიაზე, კორონავირუსზე უფასო ტესტირება მიმდინარეობს. ადგილზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების თანამშრომლები იმყოფებიან.

დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის, არჩილ მჟავიას თქმით, ტესტირება 20:00 საათამდე გაგრძელდება.

,,ვიმყოფებით შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში და სრულიად უფასოდ ვატარებთ მოსახლეობის ტესტირებას კორონავირუსზე. მოსახლეობის გატესტვა 17:00 საათზე დავიწყეთ და 20:00 საათზე დასრულდება“, - განაცხადა არჩილ მჟავიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×