რეზონანსი
13.09.2020

სიცრუე უნდა დასრულდეს, ყველა უნდა იყოს დაკითხული, ყველაფერი უნდა გადამოწმდეს, ყველა გზა უნდა ინახოს, თუ გვინდა, რომ ობიექტური გამოძიება იყოს და არა მარტო მაკულატურა ვაგროვოთ, - ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

რამიშვილის თქმით, გამოძიება ძალიან უნიჭოდ არის მომზადებული ბაჩალიაშვილის მანქანის პოვნის საკითხში და ამას მოსახლეობას აუცილებლად დაანახებს.

„ჩვენ ადგილობრივმა მოსახლეობამ გვითხრა, რომ სწორ გზას ვადგავართ და ამ სწორ გზას ბოლომდე გავიყვანთ. ქვეყანაში არასდროს არაფერი არ იმალება, ადგილობრივი მოსახლეობა სწორ გზას მიგითითებს.

ასევე ჩვენებებთან დაკავშირებით მე მჭირდება სივრცე, რომ მოსახლეობას ზუსტად დავანახო, როგორ უნიჭოდ არის გამოძიება მომზადებული, რაც უკავშირდება ე.წ მწყემსების მიერ 5 დღის განმავლობაში იქ გაჩერებული მანქანის პოვნას, რომელიც იქ წარმოუდგენელია მდგარიყო“, - განაცხადა რამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×