რეზონანსი
13.09.2020

აჭარაში 600-მდე ბიზნეს სუბუექტი გააფრთხილეს, 15 კი დააჯარიმეს. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, შეამოწმეს კვებისა და სპორტული ობიექტები, ასევე მარკეტები და სავაჭრო ცენტრები. მათთვის, ვინც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილ რეკომენდაციებს სათანადოდ არ იცავდნენ, სანქციები გატარდა. შეამოწმეს ტრანსპორტი და გააფრთხილეს მგზავრები და მძღოლები.

"7 შემთხვევაში გამოვიყენეთ სანქცია ქორწილის, ქელეხის, დაბადების დღის აღნიშვნის გამო" - თქვა ფერაძემ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ.

მანამდე აჭარაში 4 კლუბს საქმიანობის უფლება შეუჩერეს და 10-10 ათასი ლარით დააჯარიმეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×