რეზონანსი
13.09.2020

საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობა გაუგებარი მოვლენაა და ადამიანი მას ვერ ახსნის. მისი თქმით, ბევრი მოვლენა დედამიწაზე ადამიანის გონებით ვერ აიხსნება. ამ თემაზე პატრიარქმა საკვირაო ქადაგების დროს ისაუბრა.

დღევანდელი მდგომარეობა, ეს გაუგებარი მოვლენაა. ადამიანი ვერ ახსნის ამ მოვლენას. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენ არ გვყოფნის წამალი, ჩვენ არ გვყოფნის სამკურნალო საშუალებები, სინამდვილეში ეს სულ სხვა არის, ეს არის ზებუნებრივი მოვლენა, რომელიც ღმერთისაგანაა. გვინდა ავხსნათ ეს მოვლენები, მაგრამ ვერ ვხსნით.  ბევრი მოვლენა დედამიწაზე ვერ აიხსნება ადამიანის გონებით და არ უნდა ვეცადოთ, რომ ავხსნათ ეს ბუნებრივად. ადამიანმა უნდა იფიქროს რასთან დაკავშირებით არის ეს, - თქვა ილია მეორემ.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ ადამიანი, რომელიც სკიეთეს და სიყვარულს თესავს ბედნიერი და გახარებულია. მისი თქმით, ხშირად ადამიანი იბნევა და ვერ ხსნის მოვლენებს, თუმცა ყველას უნდა ახსოვდეს, რომ "ეს ღვთისგანაა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×