რეზონანსი
13.09.2020

აჭარაში კორონავირუსის 88 შემთხვევა დაფიქსირდა, შემთხვევების რაოდენობა არის მზარდი, სიტუაცია გვაქვს საკმაოდ დაძაბული, თუმცა კონტროლირებადი. მინდა, გითხრათ, ვაკონტროლებთ სიტუაციას, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

„თითოეულ კონტაქტზე, თითოეულ პაციენტზე ხდება მიდევნება, ხდება რეკომენდაციის მიცემა და „პისიარ“ დიაგნოსტიკა დროულობის დაცვით. აქვე მინდა, მივმართო მოსახლეობას, თუკი მათ ირგვლივ მყოფ სამეგობროს, სამეზობლოს თუ კონტაქტირებულ პირს დაუდასტურდა აღნიშნული ინფექცია, იცოდნენ, რომ მათ აუცილებლად შეეხმიანებათ ეპიდემიოლოგი, სავალდებულოა ისინი იყვნენ იზოლაციაში, ვიდრე არ მოხდება ეპიდემიოლოგის ვიზიტი, ვიდრე არ მოხდება ტესტირება. მიუხედავად ტესტირების პასუხისა, ეს იქნება სამ დღეში თუ ა.შ, ისინი ვალდებულები არიან, იყვნენ იზოლაციაში, ხოლო კონტაქტირებული პირები იცავენ წესს, 12-დღიანი იზოლაციის.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს ინიციატივით, გვქონდა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრები გაიმართა ყველა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებასთან ერთად. იცით, რომ უკვე ჩართული დაწესებულებების რაოდენობა არის მზარდი. გუშინდელი მდგომარეობით, 260 საწოლამდე იყო მობილიზებული კოვიდის სამართავად, მაგრამ შეირჩა სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაკონტრაქტდებიან, ჩაერთვებიან აღნიშნული ინფექციის მართვაში“,- განაცხადა ნიჟარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×