რეზონანსი
13.09.2020

დაკავებული ყოფილი სასულიერო პირის ოჯახის წევრები  პირველ კომენტარს აკეთებენ.

ლევან ჯალაღონიას, იგივე მამა იოანეს ახლობლები მიზანმიმართულ პროვოკაციაზე საუბრობენ და არ სჯერათ გამოძიების ინფორმაციის, რომ დაკავებული პირი არასრულწლოვანს აშანტაჟებდა და პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს სთხოვდა.

"მობილური წაართვეს, სცემეს კიდევაც, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს ყველაფერი ითქვა, მაგრამ ურეაქციოდ. არავინ გასცა პასუხი. ისმის კითხვა - რისთვის სჭირდებოდათ მამაოს 200 ლარიანი ტელეფონი, რატომ წაართვეს. ალბათ იმიტომ, რომ მისი ტელეფონით ესარგებლათ.

დამნაშავე არ განიცდის, ის ცდილობს, რომ სიტუაციიდან გამოძვრეს, ეს კიდევ ძალიან განიცდიდა, რადგან ყველაფერი, რაც ააგორეს, იყო უბრალოდ დაგეგმილი, კარგად ორგანიზებული,"-აცხადებს "კურიერთან" დაკავებულის ოჯახის ერთ-ერთი წევრი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×