რეზონანსი
13.09.2020

ბა­თუ­მის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 7 პირი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. კლი­ნი­კის ექი­მის, გია კი­კა­ბი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

ასე­ვე კლი­ნი­კა­ში 58 პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა, რო­მელ­საც პნევ­მო­ნია აღე­ნიშ­ნე­ბა.

"გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფოს 16 ახა­ლი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და­ე­მა­ტა. ჯამ­ში, დღე­ის­თვის 147 კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი გვყავს. გუ­შინ 16 პა­ცი­ენ­ტი გა­და­იყ­ვა­ნეს სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნა­ში. ერთი პა­ცი­ენ­ტის რე­ფე­რა­ლი მოხ­და თბი­ლის­ში. ერთი გა­ე­წე­რა. დღეს, 16 პა­ცი­ენ­ტის სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნა­ში გა­დაყ­ვა­ნა იგეგ­მე­ბა.

7 პა­ცი­ენ­ტი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა, თუმ­ცა აპა­რა­ტულ სუნ­თქვა­ზე არ­ცერ­თი არ არის. სამ პა­ცი­ენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე­ობს ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბა. პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ფას­დე­ბა, რო­გორც მძი­მე, მაგ­რამ სტა­ბი­ლუ­რი. გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გვყავს 58 პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­თაც პნევ­მო­ნია აღე­ნიშ­ნე­ბათ. მა­თაც უტარ­დე­ბათ შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა. და­ნარ­ჩე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უსიმ­პო­ტო­მოა. მიმ­დი­ნა­რე­ობს გეგ­მი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი", - გა­ნა­ცხა­და კი­კა­ბი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ე.წ. "დო­ნას" კლას­ტე­რი შე­ჩერ­და.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×