რეზონანსი
13.09.2020

„თავისუფალი საქართველო“ ერთადერთი ძალაა, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნეოლიბერალიზს ებრძვის. ქვეყანა ჩიხშია შესული, ხოლო საზოგადოება კაბალურ მდგომარეობაში, - ამის შესახებ დღეს, პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ კახეთში შეკრებილ მხარდამჭერებთან განაცხადა.

მისი აზრით, სასწრაფოდ მისაღებია კანონი, რომელიც ქვეყანაში მევახშეობას აკრძალავს.

„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შემდეგ, თანამედროვე საქართველოში გაჩნდნენ ახალი სახის დევნილები და ეს ადამიანები - მევახშეებისგან, საკუთარი სახლ-კარიდან გამოდევნილები არიან. ჩვენ ბანკების საქმიანობის წინააღმდეგნი არ ვართ, მაგრამ ის, რომ ბანკირებმა, მევახშეობით დააგროვონ მილიონები და შემდეგ პოლიტიკოსებად და ხალხზე მზრუნველებად მოგვევლინონ, ამას ყოველთვის გავაპროტესტებთ“, - განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს ხალხი იაფფასიანი დაპირებებით მოატყუოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×