რეზონანსი
13.09.2020

არაფერი მაქვს საწინააღმდეგო შეზღუდვების, რადგან ჩვენ, სასულიერო პირებს თითქმის, არაფერი გვეზღუდება , - ამის შესახებ ახალქალაქის, კარის და კუმურდოს ეპისკოპოსმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებთან კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების კომენტირებისას განაცხადა.

მეუფეს განცხადებით, მათ, ვინც ეკლესიაში არ მიდის, არ სჯიან.

„რა სპორტულ ღონისძიებებს ესწრება ხალხი, ამაზე ვერაფერს გეტყვით. მე ის უნდა ვთქვა, რომ მე პირადად, როგორც სასულიერო პირს, არაფერი მაქვს დასაჩივლებელი. ვატარებთ, ვისაც უნდა მოდის ეკლესიაში, ვინც ერიდება, არ ვსჯით ამის გულისთვის, პირბადეების ხმარებაც გამართლებულად მიმაჩნია და ხელების დაბანაც, მით უმეტეს. ყველაზე მძიმე სიტუაცია, როცა იყო აღდგომის დღესასწაულზე, მაშინაც მადლობა ღმერთს, ღვთის მადლით ჩატარდა ყველაფერი და დასაჩივლი არაფერი მაქვს“, - განაცხადა ეპისკოპოსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×