
აქტიური PCR ტესტირება ბათუმის 5 პოლიკლინიკაში ხორციელდება, - ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ტესტირება შემდეგ კლინიკებში მიმდინარეობს:
ბათუმის N1 პოლიკლინიკა, მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2;
საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ბარათაშვილის ქ.N30;
ევექსის ამბულატორია, მის: სელიმ ხიმშიაშვილის ქ. N20;
N4 პოლიკლინიკა, მის: ტაბიძის ქ. N7;
თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ტბეთის ქ.N4.
მოქალაქეებს შეუძლიათ, აღნიშნულ კლინიკებს 10:00 – 17:00 საათამდე მიმართონ.
PCR ტესტირებისთვის კარვები გაშილილია ბათუმში ორ ლოკაციაზე - ე.წ. ხოფის ბაზრობისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტში - მერიის შენობის მიმდებარედ.
აჭარაში კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ერთად, ჩაერთო კლინიკა მედალფა და ინფექციური საავადმყოფო, რომელთაც გუშინ უკვე მიიღეს კოვიდინფიცირებული პაციანტები. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კიდევ 300-მდე საწოლის მობილიზება.