რეზონანსი
13.09.2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიაში 1,082 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და 16 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის სამმართველოში ამბობენ, 15 შემთხვევა 32-ე საჯარო სკოლის პედაგოგებს უკავშირდება, ერთის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.

ეპიდემიოლოგები ამ კუთხით აქტიურად მუშაობენ და მიმდინარეობს პირველწყაროს დადგენა. ქუთაისის ცენტრში განთავსებულ კარავში გუშინ 300-ზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა PCR ტესტირება და ყველა პასუხი უარყოფითია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×