რეზონანსი
13.09.2020

საერთო ჯამში „ენგურჰესის“ 50-მდე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჰესის მმართველი საბჭოს ხელმძღვანელის ლევან მებონიას ინფორმაციით, თავდაპირველად 4 თანამშრომელი დაინფიცირდა, შემდეგ 28 და 16, რომელთაგან ყველა სოფელ საბერიოს მცხოვრებია, ერთი კი - ზუგდიდის. ცოტა ხნის წინ, სოფელში ტესტირება ერთ ქალს ჩაუტარეს, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა. კონტაქტების ძიების დროს „ენგურჰესის“ თანამშრომლებიც შეამოწმეს.

ყველა დაინფიცირებული თავს კარგად გრძნობს. მიუხედავად ამისა, ყველა მათგანი ზუგდიდისა და ანაკლიის საავადმყოფოებში იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×