რეზონანსი
13.09.2020

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 152 ახალი შემთხვევის უმეტესობა აჭარაშია გამოვლენილი.

„აჭარის შემთხვევები კვლავ ცნობილ კლასტერებს უკავშირდება. არის ქუთაისში, პედაგოგებთან და სკოლის თანამშრომლებთან დაკავშირებული კლასტერი, დამატებით გამოვლინდა მათი კონტაქტები. არის თბილისში დადასტურებული შემთხვევებიც. გამოკვეთილი ახალი კლასტერი ჯერ არ ჩანს. ცოტა უნდა გვაცალოთ, რადგან სულ ახალი მონაცემებია და ჯერ კიდევ ვმუშაობთ მასზე“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.

152 ახალი შემთხვევიდან 90 აჭარიდანაა, 11-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×