რეზონანსი
13.09.2020

მაღაზია „ფრანკო ფონტანას" კლიენტი თაღლითობაში ადანაშაულებს. ნატალია ქინგის მტკიცებით, შავი ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც მან 2018 წელს 6000 ლარად შეიძინა, ყალბია. ოქროს ბირჟაზე შესაკეთებლად წაღებულ ნაკეთობაზე იუველირმა უთხრა, რომ შავი ბრილიანტი უბრალოდ ნახშირი იყო, მეორე ძვირადღირებული ბეჭედი კი საშუალო ხარისხის აღმოჩნდა.

ნატალია ქინგის ძვირადღირებული ბრილიანტის ბეჭდის გადამოწმება ჩვენც ვცადეთ. წავედით იუველირებთან. აპარატმა, რომელიც ძვირფას ქვას ამოწმებს, თქვა, რომ შავი ბრილიანტი ბრილიანტი არ არის. 

ბრალდებას, რომ შავი ბრილიანტი ყალბია, კომპანიაში უარყოფენ. ამბობენ, რომ ნატალია ქინგი განზრახ ცრუობს. კომპანიის დირექტორი ეჭვობს, რომ მათ ყოფილ VIP მომხმარებელს შესაძლოა კონკრეტული კომპანიები „ფრანკო ფონტანას“ სახელის შესალახავად იყენებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×