რეზონანსი
13.09.2020

დღეს, თბილისში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. თუმცა, ცნობილი გახდა, რომ 18 ინფიცირებულს შორის 10 აფრიკის დასახლებიდანაა.

კითხვაზე – გაჩნდა თუ არა თბილისში აფრიკის კლასტერი - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე იმ სპიკერებს აქვთ, რომლებიც მედიასთან კომენტარებს აკეთებენ. თუმცა, მარინა ეზუგბაიას კლინიკაში ამბობენ, რომ 7 თვის განმავლობაში პირველად, უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა – მათ დეტალური სტატისტიკური მონაცემების ნაცვლად, თბილისში ინფიცირებულთა შესახებ, მხოლოდ რაოდენობა გაეგზავნათ.

"პრაიმტიამის" წყარო კი ამბობს, რომ კორპუსის მცხოვრებლების კვლევა კვლავ მიმდინარეობს. უცნობია, მათი კონტაქტების რაოდენობა და ინფიცირების ისტორია. მისი თქმით, შემთხვევები ერთ კორპუსში დაფიქსირდა და დანარჩენ მეზობლებს მედიკოსები აკვირდებიან, მიმდინარეობს მათი PCR ტესტებით ვირუსის კვლევა:

"გუმათჰესის ქუჩაზე მდებარე ერთი კორპუსის მაცხოვრებლებიდან 10 სხვადასხვა ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა და დანარჩენი ადგილობრივების კვლევა PCR ტესტებით მიმდინარეობს. სავარაუდოდ, დანარჩენების შემთხვევებზე ტესტის პასუხები ხვალ იქნება".

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×