რეზონანსი
12.09.2020

მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა უკვე მოქმედებს. 1 სექტემბრიდან, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, სისტემა სამართალდამცავმა უწყებამ პირველად გამოიყენა. ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ 35 წლის მამაკაცს, შემაკავებელ ორდერთან ერთად, ელექტრონული ზედამხედველობა დაუწესეს. თუ პირი მსხვერპლს მიუახლოვდება ან სხვა წესებს დაარღვევს სიგნალი რეაგირებისთვის 112-ში შევა.

როგორც სახალხო დამცველის მოადგილე აცხადებს, მათი პრაქტიკიდან გამომდინარე ქალთა მკვლელობების და მკვლელობების მცდელობების შემთხვევებში მაღალია რიცხვი, როდესაც ქალს მიმართული ჰქონდა სამართალდამცველებისთვის, თუმცა ძალადობის პრევენცია ვერ ხერხდებოდა. ეკა სხილაძის თქმით ელექტრონული ზედამხედველობა ძალადობის ფაქტებს შეამცირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×