რეზონანსი
12.09.2020

COVID19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია და დაძაბულია ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, თუმცა ნამდვილად მინდა განვაცხადო, რომ ეს არაა პანიკის საფუძველი და ვითარება კონტროლს ექვემდებარება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტი კონტროლზეა. „ასევე კონტროლდება მათთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი, განსაკუთრებით ახლო კონტაქტი. რომლებიც გადაყვანილი არიან კლინიკებში ან იმყოფებიან თვითიზოლაციაში, მათ უტარდებათ შესაბამისი PCR ტესტირება“, - აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ის რომ კოვიდინფიცირებულთა ნაწილის წყარო ცნობილი არაა, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ დაზუსტდება. „ეპიდემიოლოგიური მოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს. ჩვენ წინა დღეებშიც გვქონდა ასეთი რამდენიმე შემთხვევა. პრაქტიკულად შიდა გადაცემა გვაქვს ქალაქში, მაგრამ უკონტროლო სიტუაცია პაციენტებთან და კონტაქტების მიდევნებაში ნამდვილად არაა. სრულად ვფლობთ აღნიშნულ სიტუაციას. ყველა არის მეთვალყურეობის ქვეშ და გვაქვს კომუნიკაცია. აჭარის სამთავრობო შტაბი, მუდმივადაა კავშირში ცენტრალურ შტაბთან. ვიღებთ რეკომენდაციებს“, - განაცხდა ნინო ნიჟარაძემ.

მისი თქმით რეკომენდაციები ძირითადად ეხება საწოლის ფონდის გაზრდას. „ამისთვის ჩვენ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შევხვდებით. გარდა ბათუმის რესპუბლიკური კლინიკისა, ჩართო „მედალფა“, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს. მაგრამ საჭიროება რომ დადგეს, ჩვენ მობილიზებას გავუკეთებთ კიდევ რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებას. შემთხვევათა მეტი ნაწილი მსუბუქად მიმდინარეობს. ძალიან გვეხმარება ახალი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც პაციენტების შემდგომი მეთვალყურეობა სპეციალურ ზონებში ხორცელდება., სადაც უკვე მე-4, მე-5 დღიდან გადაგვყავს პაციენტები და მათზე შესაბამის მეთვალყურეობას ბრიგადები 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ“, - გააცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×