რეზონანსი
12.09.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

გამყრელიძე ამბობს, რომ ინფიცირების მატების მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა რეგულაციების დაცვა სავალდებულოა.

"მიუხედავად შემთხვევების ზრდისა ქვეყანაში და ძალიან საყურადღებო ზრდისა, პანიკის საფუძველი არ არის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საყურადღებოა. ჩვენ გვჭირდება დამატებითი ღონისძიებების გატარება. მაგრამ პირველ რიგში, იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც დღეს დადგენილია სახელმწიფოს მიერ. ეს რეგულაციები ყველამ კარგად იცის. ეს არის ძალიან მარტივი შესასრულებლად. პირბადის ტარება ყველა დახურულ შენობაში და ღია სივრცეებშიც, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება.

მოგიწოდებთ ყველას, რომ განსაკუთრებით მოვერიდოთ ჩვენ ხანდაზმულ ადამიანებს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×