რეზონანსი
12.09.2020

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა საქმის იმ ფიგურანტის შესახებ ყვება, რომლის ჩვენებამაც, თეონა თამაზაშვილის თქმით, შესაძლოა, 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალებას ნათელი მოჰფინოს. საქმე ახალგაზრდა ქალს ეხება, რომელთანაც ბაჩალიაშვილი მეგობრობდა.

გამოძიებამ 30 წლამდე ქალის აღწერილობის შესახებ მეზობლების მონაყოლის მიხედვით სამი ფოტორობოტი შექმნა. სამივე მოწმე ექსპერტს ერთ ქალს აღუწერს – ვინმე ნინოს, რომელიც 23 წლის ბაჩალიაშვილის პანაშვიდზე, გვიან ღამით მივიდა, როდესაც იქ მხოლოდ ოჯახი და ახლობლები იმყოფებოდნენ. ოჯახის თქმით, ის იმეორებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის დაცვა ვერ შეძლო და ოჯახს ბოდიშს უხდიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×