რეზონანსი
12.09.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ბრალდებულებისთვის საგამოძიებო უწყება საპროცესო შეთანხმების ეტაპზე იმყოფება.

აღიარებითი ჩვენებების მიღების შემდეგ, რამდენიმე დაკავებულთან შეთანხმება შედგება და მათი სასჯელის შემსუბუქების შესახებ პროკურატურა დადგენილებას გამოსცემს. მიუხედავად ამისა, ბრალდება და დაცვის მხარე კომენტარზე უარს ამბობს.

შაბათის ფორმულის ინფორმაციით, შაქარაშვილის საქმეს ახლო მომავალში კიდევ ერთი ექსპერტიზის დასკვნა დაემატება. საუბარია ნაცემ გიორგი ქათამაძეზე, რომელიც ტრაგედიის ღამეს შაქარაშვილთან ერთად იმყოფებოდა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×