რეზონანსი
12.09.2020

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, „ქრონიკასთან“ საუბრისას, საქართველოში ახალ კორონავირუსზე გამოკვლეულ ადამიანებში ვირუსის გამოვლენის პროცენტულობაზე ისაუბრა.

„ჩვენთან, ვირუსის გამოვლენის პროცენტი, მაინც, საკმაოდ დადებითი მაჩვენებლით ხასიათდება და საკმაოდ დაბალია, სხვა ქვეყნებთან შედარებით. არის ქვეყნები, სადაც მიიჩნევენ, რომ თუ გატესტილი რაოდენობიდან, 3%-ს უვლინდება ვირუსი, ეს კარგი მაჩვენებელია და მშვიდად მიჰყვებიან თავიანთ სოციალურ ცხოვრებას. ამ დროის განმავლობაში, ჩვენ 1%-ზე ქვემოთ ვიყავით, ახლა ვართ ოდნავ ზემოთ: მაგალითად, თუ, დღის განმავლობაში, 9 000 ადამიანი იტესტება, მათგან დადებითობის მოსალოდნელი მაჩვენებელი არის 90 ადამიანი. ბოლო პერიოდიდან გამომდინარე, მაჩვენებელი, ოდნავ მაღალი გვაქვს. ჯერჯერობით, ესაა ის მაჩვენებელი, რასაც ბევრი ქვეყანა ისურვებდა. როცა ეს მაჩვენებელი 5%-ზე მაღლა ადის, მიიჩნევენ, რომ ესაა ძალიან მაღალი მაჩვენებელი და ამას სჭირდება დამატებითი ღონისძიებები“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×