რეზონანსი
12.09.2020

COVID19-ის პრევენციისთვის რამოდენიმე ვაქცინა უკვე შექმნილია. გადის გამოცდებს, ზოგი მეტი და ზოგი ნაკლები წარმატებით, - ამის შესახებ ტვ. „ფორმულას“ ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით გამოიკვეთა ლიდერი ვაქცინა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში დამზადდა და შვედური კომპანია AstraZeneca აწარმოებს. ასევე დაწინაურდა სამი ამერიკული ვაქცინა. არის სერიოზული იმედები, რომ წლის ბოლოს ეს ვაქცინები მზად იყოს.

„მაგრამ ეს არაა იოლი. ოქსფორდმა შეაჩერა COVID19-ის ვაქცინის კლინიკური კვლევის მესამე ფაზა იმიტომ რომ იმ 30 ათასი პირიდან რომელიც ვაქცინას თავის თავზე ცდიდა, ერთს დაემართა უცნობი დაავადება. პროტოკოლი მოითხოვს რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს და დადგინდეს ეს დაავადება დაკავშირებულია თუ არა ვაქცინასთან. ახლა გვაცნობეს რომ ეს კვლევა განახლდება. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება რომელიც ამ ვაქცინას მიიღებს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×