რეზონანსი
12.09.2020

მიუხედავად იმისა, რომ თიანეთში ბევრი რამ გაკეთდა, ჩვენი წარმატებები და ცხოვრება არ უნდა იზომებოდეს გზების, წყლის ან გაზის გაყვანის რაოდენობით, ჩვენი მიღწევები და ცხოვრება უნდა იზომებოდეს იმით, რამდენ ახალგაზრდას დავაბრუნებთ ამ კუთხეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თიანეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მოსახლეობას მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძე წარუდგინა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ სამართლიანი და თანაბარი პირობები.

პრემიერ - მინისტრის თქმით, სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციაა, რომ სისტემური ინფრასტრუქტურა - გზა, წყალი, გაზი, სარწყავი წყალი იყოს სრულად მოწესრიგებული.

„ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრი დაწყებული მნიშვნელოვანი საქმეა დასამთავრებელი. როგორც ვთქვით, გაზიც, სასმელი წყალიც მოსაგვარებელია და მიუხედავად იმისა, რომ მიღწევები არის, ეს ყველაფერი ერთად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×