რეზონანსი
12.09.2020

დარწმუნებული ვარ, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში, თანადგომით შევძლებთ გამარჯვების მიღწევას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თიანეთში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, გამარჯვებას, რომელსაც მიაღწევენ, იქნება ქვეყნის გამარჯვება, იმიტომ, რომ დღეს, ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება სიმშვიდე, მშვიდობა და სტაბილურობა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

„თიანეთში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მასშტაბური ინფრასტრუქტურული ენერგეტიკული, გარემოსდაცვითი პროექტებისა და ტურიზმის განვითარების პარალელურად ძალიან დიდი ყურადღება ექცევა რეგიონში სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის განვითარებას. სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით არაერთმა თქვენგანმა ისარგებლა და მომავალშიც ერთად უნდა შევძლოთ, რომ ეს სიკეთე თითოეულმა თქვენგანმა საკუთარი ოჯახის კეთილდღეობისთვის გამოიყენოს. რასაკვირველია, ამ ეტაპისთვის მიღწეული წარმატებებით არც თქვენ, არც ჩვენ ვკმაყოფილდებით, რადგან მიგვაჩნია, რომ ერთად, ხელისუფლებისა და თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლიანი ნაბიჯებით შევძლებთ, რომ ეს მხარე და აქ მცხოვრები ადამიანები ბევრად უკეთ და შეძლებულად ცხოვრობდნენ. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მომავალი გამარჯვებები. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით გამარჯვებების გემო, დაწყებული 2012 წლიდან ყველა არჩევნები, რაც კი ჩატარებულა ჩვენ წარმატებით გამოვდიოდით და თიანეთი ყოველთვის იყო მოწოდების სიმაღლეზე. ამისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, ჩვენს თითოეულ თანაგუნდელს, თანამებრძოლს", - განაცხადა კახა კალაძემ .

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×