რეზონანსი
12.09.2020

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის აპარატის ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი გადავიდა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდა ტესტირება.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარის მთავრობის აპარატის კოვიდინფიცირებული თანამშრომელის ყველა ახლო კონტაქტი გადაყვანილია თვითიზოლაციაში.

,,გიდასტურებთ, რომ აჭარის მთავრობის აპარატის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პრაქტიკულად უსიმპტომოა. ბოლო ათი დღეა მე არ მქონია მასთან შემხებლობა. დეზინფექცია განხორციელდა. გავიკეთე ტესტი. ასე რომ, მივყვებით იმ რეგულაციებს, რაც შემუშავებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ყველა ახლო კონტაქტი გადაყვანილია თვითიზოლაციაში. ჩვენ ვაგრძელებთ ფუნქციონირებას - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×