რეზონანსი
12.09.2020

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც უხარისხო თხილის ჩაბარებაზე უარის გამო სცემეს, გარდაიცვალა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ნაცემი ირაკლი ჭკადუა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.

ინციდენტი 9 სექტემბერს ერთ-ერთ თხილის ჩასაბარებელ პუნქტთან მოხდა. 

გამოძიების ინფორმაციით, 1982 წელს დაბადებულ ირაკლი ჭკადუას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მიღებული დაზიანებებით შედეგად დაშავებული 11 სექტემბერს კლინიკაში გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით გრძელდება, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 2 პირია დაკავებული.

გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები დაკავებულების უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

წყარო: აიპრესი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×