რეზონანსი
12.09.2020

გორში, ქორწილში მყოფ 3 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

"სამ ადამიანს, რომელიც გორში გამართულ ქორწილში სხვა რეგიონიდან სტუმრად იმყოფებოდა კორონავირუსი დაუდასტურდა.

არცერთი მათგანი არ არის გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრები, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მათთან კონტაქტში მყოფთა დადგენა და ეპიდკვლევები. არაერთ ადამიანს მიეცა თვითიზოლაციის რეკომენდაცია, ყველა საეჭვო შემთხვევაზე ტარდება ტესტირება", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარი გიუნაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×