რეზონანსი
12.09.2020

"რუსთავი 2" თანამშრომლებზე ჩატარებული PCR ტესტის ყველა პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია რუსთავი 2 -ის ჟურნალისტები ავრცელებენ.

„ყველაფერი კარგად არის ყველა პასუხი უარყოფითია. მადლობა ყველას ყურადღებისთვის", - წერს ჟურნალისტი, ელიტა ანდღულაძე.

გუშინ, 11 სექტემბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული ჟურნალისტი თეონა ცხომელიძეა, მას ვირუსი სავარაუდოდ, პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანისგან გადაედო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×