რეზონანსი
12.09.2020

განებივრებული იყო ჩვენი მოსახლეობა, ერთეული შემთხვევები რომ ფიქსირდებოდა დღიურად. ბევრმა ირწმუნა, რომ საფრთხემ უკვე ჩაირა და რეგულაციებს არ ასრულებდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ საფრთხემ უკვე ჩაიარა, ეს იქნება ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი.

„მოსახლეობამ ზედმიწევნით უნდა შეასრულოს რეგულაციები, ეს არის პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება და ხელების ჰიგიენა.

მინდა ყველამ გაითავისოს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აქამდე ყველა ქვეყანაზე უკეთესად გაუმკლავდა COVID-19-ის ინფექციას, საფრთხე არ არის ჩავლილი და თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ საფრთხემ უკვე ჩაიარა, ეს იქნება ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×