რეზონანსი
12.09.2020

"რუსთავი 2"-ის 400-მდე თანამშრომელი ტესტის პასუხებს ელოდება. რამდენიმე საათში ცნობილი გახდება ანალიზების შედეგი. "რუსთავი 2" მაუწყებლობას განაგრძობს.

არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ვიდრე ტესტის პასუხები ცნობილი არ გახდება, ჟურნალისტები გადაღებაზე არ გავლენ.

"რუსთავი 2"-ის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი იმნაიშვილის, თქმით ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეთერი არ გაჩერდეს, თუმცა საინფორმაციო სამსახურის ჯგუფების გადაღებაზე გასვლა შეჩერებულია იქამდე, ვიდრე დადასტურებულად არ გახდება ცნობილი, რომ მათი კონტაქტი საზოგადოებისთის საფრთხეს არ წარმოადგენს.

"ვიდრე ჩვენ არ გვეცოდინება, რომ არ წარმოვადგენთ საფრთხეს სხვებისთვის, მათთვის, ვისაც მოუწევს ჩვენთან თანამშრომლობა, ან ჩვენთან კონტაქტის შემდეგ მოხდეს დაინფიცრება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრული დატვირთვით არ ვიმუშაოთ. ჩვენ შევაჩერეთ საინფორმაციო სამსახურის გადამღები ჯგუფების გადაღებაზე გასვლა", - განაცხადა იმნაიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×